2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასულიერო პირები დღეს დედაქალაქის ქუჩებს აკურთხებენ

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ, დედაქალაქის დალოცვა მოხდება, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, საყოველთაო მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება.

„დედაქალაქის ქუჩების კურთხევას უზრუნველყოფს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“. ამ მიზნით მოძღვრები ორშაბათს, 11:00 საათზე, შეიკრიბებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში და იკურთხება წყალი (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები. ღონისძიების მარშრუტი ასეთია: I მიმართულება – საბურთალო:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, სააკაძის მოედანი, შარტავა, პეკინი, დოლიძე, ბახტრიონი, ძველი იპოდრომი, მაღლივი კორპუსი, ქავთარაძე, ყაზბეგის გამზირი-პავლოვი (ინფექციური საავადმყოფო), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ჯიქია, ნუცუბიძის პლატოს ყველა მიკრორაიონი, ბუდაპეშტი, ლისი, ვაშლიჯვარი და ავლაბარი.

II მიმართულება – დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, „ლაგუნა ვერე“, სანაპირო, დიღმის მასივი, ლუბლიანა (კლინიკები), ბელიაშვილი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა, არჩილ მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, იოანე პეტრიწის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, გლდანის ხიდები, გლდანის ყველა მიკრორაიონი, გლდანის ციხე, მუხიანი, თემქის დასახლება, დევნილების საცხოვრებელი უბანი ზღვაზე, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, დადიანი, საბჭოს მოედანი, ავლაბარი.

III მიმართულება – ორთაჭალა, ისანი, სამგორი:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო – ორთაჭალა, გაბრიელ სალოსის ქუჩა, მოსკოვის გამზირი, ლილო, ვარკეთილი, ჰუალინგის დასახლება, ვაზისუბანი, ქვედა სამგორი, ისანი, ქეთევან წამებულს გამზირი, ავლაბარი.

IV მიმართულება – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე:

ქუჩების მარშრუტი: სანაპირო, გმირთა მოედანი, ვარაზის ხევი – ჭავჭავაძე, დელისი, თამარ მეფის ქუჩა. ბაგები, „ვაკის პარკი“, აბაშიძის ქუჩა, „მრგვალი ბაღი“, ფალიაშვილი, მოსაშვილი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, ბელინსკი, ჭონქაძე, მაყაშვილი, ლესელიძე, „კოლმეურნეობის მოედანი“, მტკვრის მარცხენა სანაპირო, „დინამო“, წერეთელი, მეტროსადგური „დიდუბე“, „წერეთელი“, აგლაძის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, რკინიგზის სადგური, დავით აღმაშენებლის გამზირი, ვორონცოვი, ავლაბარი.

V მიმართულება – ჩუღურეთი:

ქუჩების მარშრუტი: სვანეთის უბანი, ლოტკინი, კუკია, ივერთ უბანი (ე.წ. ლეჩკომბინატი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები