1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - 'ნიკოს' და RESPONSIBLE.GE-ს ერთობლივი პროექტი

მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა “ნიკო” კალათბურთის სტადიონებს მოხატავს. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში უბნის სპორტული მოედნები „ნიკოს“ ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარება. კალათბურთის სტადიონებს ცნობილი არტისტები მოხატავენ.

ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით 5 მოედანი გახდება. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.

მოძრაობა „ნიკოს“ დამფუძნებელი სანდრო კვანტალიანი 

„მოძრაობა „ნიკოს“ სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ. სპორტული სტადიონები სიახლეა ჩვენს პორტფოლიოში. აქამდე ჩვენი მხატვრების „ტილო“ მხოლოდ კედლები იყო და საკალათბურთო მოედანზე შესვლა ფრიად გვახარებს. ეს ერთის მხრივ ახალი გამოწვევაა არტისტებისთვის და ასევე დამატებითი საშუალება ჩვენთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას მსოფლიო რუკაზე,“ - ამბობს მოძრაობა „ნიკოს“ დამფუძნებელი სანდრო კვანტალიანი.

„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა 

„responsible.ge-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. „ნიკოსთან“ თანამშრომლობით ორი, ხასიათით პრინციპში ძალიან ახლოს მდგომი სფეროს გაერთიანებას და მხარდაჭერას ვცდილობთ -  ქუჩის მხატვრობა და კალათბურთი. მოძრაობა „ნიკო“ ფაქტობრივად ქუჩის გალერეებს ქმნის, სადაც თითოეულ ნახატში ავტორის მიერ ჩადებული მესიჯია გადმოცემული. ამჯერად ქუჩის გალერეები ქვეყნის მასშტაბით 5 სტადიონზე გაჩნდება. ახალი ღირსშესანიშნავი ადგილები კი გვჯერა, იმავე მოედანზე კალათბურთის თამაშის ინტერესს გაზრდის. ამისთვის მოხატულ სტადიონებზე სხვადასხვა შეჯიბრისა და შეხვედრის გამართვასაც ვგეგმავთ.“ - აცხადებს „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა.

პირველი სტადიონი თბილისში, ვაზისუბანში იხატება. მოედნის ზედაპირი უკვე დამუშავებულია. სანდრო ციცქიშვილი აბსტრაქციას დავით მჭედლიშვილთან ერთად მესამე დღეა ხატავს.

"მე, დანტე და კიდევ რამოდენიმე საინტერესო ადამიანი უკვე დიდი ხანია, კოლაბორაციულ ხატვას მივდევთ, ოღონდ დიდი ფორმატის ფურცლებზე. ამჯერად მოედანზე ერთ-ერთი ასეთი ნახატის ფრაგმენტი გადმოგვაქვს, რომელმაც მეტი ტრანსფორმაცია განიცადა სპეციალურად ამ მოედნისთვის. ხატვის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, ძირს ხატვა საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო გამოწვევაა, რომლის სიღრმეებშიც ნელ ნელა შევდივართ," - ამბობს ციცქო.

ციცქო, იგივე სანდრო ციცქიშვილი - 30 წლის, არტ დირექტორი. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ბოლომდე არ მიუყვანია. შემდეგ მოხვდა ლონდონში, Central st.Martins College -ში, სადაც გრაფიკული დიზაინის ბნელ კუთხეებში საფუძვლიანად შეიჭყიტა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში უმუშავია ასობით სარეკლამო პროექტზე, მოუგია ბევრი პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული ჯილდო. დღეს ფიქრობს, რომ გააფართოვოს ვიზუალური დისციპლინების დიაპაზონი და ამჯერად თავი ქუჩის მხატვრობაში გამოცადოს.

თბილისის გარდა, პროექტის ფარგლებში, კალათბურთის სტადიონები ბათუმსა და ქუთაისშიც მოიხატება. 4 სტადიონის ხატვის გეგმა უკვე გაწერილია. მეხუთე სტადიონის ლოკაციის წარდგენის და არჩევის შესაძლებლობა კი საზოგადოებას ექნება. მოძრაობა „ნიკოსა“ და responsible.ge-ს გადაწყვეტილებით, ზაფხულში პროექტის ბოლო სტადიონი ფეისბუქ გვერდზე ხმის მიცემით გამოვლინდება. 

Responsible.ge „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები