2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარლამ გოლეთიანი: ,,რა ჯონ სნოუ, რა კარიბჭე! სერიალი არც მინახავს”

_ მეცინება, როცა ინტერნეტში ასეთ შედარებას წერენ. ასოციაციების ამბავია, ვიღაცებმა დააკავშირეს.

__ რომ ჰგავხართ? ეს ბეწვიანი ქურთუკიც…

_ ვფიქრობ, ბეწვიანი ქურთუკი ხომ არ გადავაგდო მაგის გამო. რომ ვნახე ეს ვიზუალური მსგავსება, ვიფიქრე, შემეცვალა რამე, რადგან, როცა ასე ხდება, ვეღარ ვკონცენტრირდები საქმეზე. სერიოზულობა არ აკლდება ჩვენს საქმეს ამითი, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებით აღმიქვამენ. არადა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, იმდენად რთულია, რა ჯონ სნოუ, რა კარიბჭე…

__ ასეთი შედარებისთვის რას არ იზამდა თქვენი ასაკის ადამიანი და თქვენ ამბობთ, შევიცვალოო?!

_ არ ვიცი, რა ვთქვა, მაგრამ ისეა, როგორც ვამბობ. ის ფილმია, ჩემი ცხოვრება კი რეალობაა. რა თქმა უნდა, ვხალისობთ და გვეცინება, მაგრამ ყოველდღიურად ისეთ დაძაბულ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, რომ… უცხო თვალისთვის რომანტიზირებულად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ შიგნით რთულადაა საქმე, დაძაბულები და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. ერთი სული მაქვს, როდის მორჩება ეს ყველაფერი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, თორემ ეს ყველაფერი გრძელვადიანად რთული გასაძლებია.

__ ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ქართველ ჯონ სნოუს.

_ არ ვიცი. პირადი სივრცე არ მაქვს ამ პერიოდში. აქ ბევრია იმავე მდგომარეობაში.

__ როგორი გოგონები მოგწონთ?

_ სილამაზისა და სიჭკვიანის გარეშე არაფერს აქვს აზრი ალბათ.

__ გყავთ რჩეული?

_ არა… ისე, ჯონ სნოუს უნდა ვუყურო.

__ არ გინახავთ „სამეფო კარის თამაშები“?

_ არა. ჯონ სნოუ ფოტოებზე ვნახე. წლების წინაც მამსგავსებდნენ მეგობრები. ახლა ამბობენ, რომ ცხოვრების წესითაც გვგავარ. როგორც კი მოვახერხებ, ვნახავ სერიალს.

"სარკე”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები