1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ენკა რინიუებლზი“ - ნამახვანი ჰესის ძირითადი ობიექტები, მათ შორის, კაშხალი მხოლოდ კვლევების ვერიფიკაციის შემდეგ დაიწყება

 

 

დღეს, კომპანია "ენკა რინიუებლზის" ახალიდირექტორი, მერაბ ლომინაძე, პროექტისტერიტორიაზე წინა მოსამზადებელი სამუშაოებისდასათვალიერებლად მივიდა.

კომპანია ადგილზე მოსამზადებელი რიგისა და მიწისსამუშაოებს აწარმოებს, ხოლო რაც შეეხება ძირითადობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მათიმშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდებაარსებული კვლევების ვერიფიკაცია. 

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ინიციატივით ყალიბდება გარე ექსპერტთადამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც  შეისწავლისყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიცკომპანიას ხელთ აქვს ამ პროექტისგანხორციელებისთვის. 

ნამახვანი ჰესის პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოსმუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანადსაქართველოსთვის. კომპანია რეგიონში უკვეახორციელებს სოციალურ პროექტებს, მათ შორის, მეთაფლეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისმიმართულებით. თუმცა „ენკა რინიუებლზი“ მზადააგააფართოოს სოციალური პაკეტები, ისე რომ ხეობისთითოეულმა მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც. თუკი აქამდესოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავადახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტებიადგილობრივი მოსახლეების ჩართულობითგამოვლინდება.

კომპანია კვლავინდებურად აცხადებს, რომ მზადაააწარმოოს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციამოსახლეობასა თუ დაინტერესებულ პირებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები