0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა იხსნება

დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის 23 მარტის დადგენილება, რომლის შედეგად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შედის.

დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მეორე მუხლის მეშვიდე პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები