0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სასწრაფოთი რომ გადაგვყავდა, გვითხრა, დავიჯერო, ისე წავალ ამქვეყნიდან, რომ თბილისში ფეხს ვერ დავადგამო”

"ეს გახლავთ გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი. ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება. მსოფლიოში გავრცელების ძალიან დაბალი პროცენტია, ამავე დროს, ზურას შემთხვევაში, ძალიან აგრესიული ფორმაა, რომელიც საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს. ექიმები ვერაფერს ამბობენ… როცა ვეკითხებით, რა ვქნათ, გვპასუხობენ, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებაა. ყველაფერს უკეთებენ, რისი გაკეთებაც კი შეიძლება. სამწუხაროდ, მისი დიაგნოზი არ იძლევა საშუალებას, რომ გამოჯანმრთელებისკენ წავიდეს. უკვე 9 თვეა, რეანიმაციაში აპარატზეა შეერთებული”, – უყვებოდა მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ცოლი, ქეთი ვადაჭკორია "სარკეს” 2 თვის წინ.

სამწუხაროდ, ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ქეთი ვადაჭკორია 2 თვის წინ"სარკეს” უამბობდა:

– სანამ ლაპარაკი შეეძლო, სულ ამბობდა, რომ ისე არ წავიდოდა ამქვეყნიდან, საქართველოში არ დაბრუნებულიყო, სანამ მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდებოდა და ფიზიკურად იყო საშუალება, რომ გადმოგვეყვანა საქართველოში, ვერ მოვახერხეთ. ძალიან სწრაფად დამძიმდა და აპარატზე შეაერთეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები