0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

მამუკა ლორია რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი გახლავთ.

1985 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: „კავკასიური ცარცის წრე“, „ირინეს ბედნიერება“, „სისხლიანი ქორწილი“, „წათეს წითელი წაღები“ და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „თოვლის ბაბუა“, „მეხუთე მოქმედება“, „თვინიერი“, „იდიოტოკრატია“, „გარიგება“, „გარიგება 2“ და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები