0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ ეს არჩევანი ბევრმა ადამიანმა უნდა გააკეთოს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმისთვის რომ საზოგადოების გარკვეულმა სეგმენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი არ თქვას საჭიროა, მეტი განათლება, ასევე ექიმების, ქვეყნის პირველი პირებისა და ეკლესიის მაღალი ჩართულობა, რაც საზოგადოებაზე სარკისებურად აირეკლება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" კულუმბეგოვმა აღნიშნა, აუცილებელია კონსოლიდაცია, რათა ვაქცინაციის ნებაყოფლობითი არჩევანი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

"ისრაელი, რომელიც თითქმის 40%-ს უახლოვდება აცრის თვალსაზრისით მაგალითია, ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ბევრ პოზიტიურ საკითხზე გვექნება სასაუბრო. თუმცა ერთი ნიშანდობლივი ამბავია, რომ ადამიანს რაც უფრო დაბალი განათლება აქვს, სასკოლოა ეს თუ სხვა, რითაც ჩვენი ქვეყანა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვერ დაიკვეხნის, ადამიანები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი და ადვილად ხდებიან სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ზეგავლენის ქვეშ. ამიტომ მეტი განათლება! მესმის ამის ბაზისს, ასე სწრაფად ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოების მეცნიერებისადმი ნდობა, საზოგადოების განათლების პირდაპირი მაჩვენებელია. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ... 41% გარკვეულწილად მყარ არას არ ამბობს და თუ 20-30% დაემატება ამას დაახლოებით საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე მივაღწიოთ. ამიტომ მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა, მორალური მაგალითების ჩვენება, მთელმა მსოფლიომ ასე დაიწო. მაგალითად, ქვეყნის პირველი პირები იკეთებდნენ, პირველ რიგში, ამ ვაქცინას. იგივე ჩვენ ექიმებმა საზოგადოებას უნდა მივცეთ მაგალითები, რადგანაც აცრის პირველად ჯგუფებში ჩვენც შევდივართ. ამიტომ რაც უფრო იქნება ექიმების დამყოლობა, ექიმების მიმართ ნდობა, მერე ის საზოგადოებაშიც სარკისებურად აირეკლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ეკლესიის როლი, შეხვედრები ბევრჯერ უნდა ჩაატაროს, განმარტებები მიიღოს. ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი არჩევანი ბევრმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. ჩვენ ახლა მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია გვჭირდება", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები