0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია კომერციული საქმიანობისთვის. ფინანსურ საკითხებში არ უნდა გარისკოთ, რადგან შეიძლება ძალიან დაზარალდეთ. გადაწყვეტილების მიღების დროს აჩქარება და ამოციურობა დაუშვებელია. ახლობელ ადამიანებთან შეიძლება სამწუხარო გაუგებრობა მოხდეს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება.

კურო

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პროფესიულ საქმიანობაში და ჯანმრთელობის მიმართულებით პრობლემები გელით. ფსიქო-ემოციურმა ცვლილებებმა შეიძლება, კურო ქალებს რომანტიკულ ურთიერთობაში ხელი შეუშალოს. ეცადეთ, ერთგული მეგობრების მიმართ მეტი ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ძველი კავშირების გაწყვეტა და ურთიერთობების დასრულება. კურო მამაკაცებმა პარტნიორებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და წყლის პროცედურებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობა გელით. თავი შეიკავეთ საკუთარი სიმართლის მტკიცებისგან – ზოგ კამათში მოგება დამარცხებაზე უარესია.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, ქორწინებისა და ახალი სამსახურის დაწყებისთვის. ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება შეგიძლიათ, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევთ. თუ დაოჯახებული ხართ, ცხოვრების მეგობარი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ. წინ სერიოზული საქმეები გელით.

ლომი

ეს დღე უამრავ ცდუნებას და გამოცდას გიმზადებთ, მაგრამ გამარჯვებული, სავარაუდოდ, თქვენ დარჩებით. დაბრკოლებებმა შეიძლება თქვენი ფარული შინაგანი ძალები გააღვიძონ და შემდეგ ნებისმიერი სირთულის საქმეს გაუმკლავდებით. მთავარია, ემოციები აკონტროლოთ.

ქალწული

ემოციური თვალსაზრისით საყურადღებო დღეა. გირჩევთ ყველა დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს. თქვენი მოთმინება და ტაქტი ოჯახში ნდობის, კომფორტისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნის. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გესაჭიროებათ, ამიტომ უმჯობესია, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ.

სასწორი

ამ დღეს მოულოდნელობები გელით, რომელთაგან ყველა სასიამოვნო არ არის. თქვენმა რეაქციამ შეიძლება სიტუაცია გაართულოს და დროებით, უკან დახევა დაგჭირდეთ. პირადი თავისუფლებისკენ სწრაფვამ შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებზე სერიოზულად იმოქმედოს.

მორიელი

ნათელი და დასამახსოვრებელი დღეა. თავს მსუბუქად და მშვიდად გრძნობთ. მოსალოდნელია ინტუიციის გაძლიერება და წინასწარმეტყველური სიზმრები. ამ დღეს ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება. დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ინტენსიური თერაპია დაიწყოთ.

მშვილდოსანი

პასიური დღეა. სასურველია განმარტოება და სულიერ პრობლემებზე ფიქრი. არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგებისა და მცდარი ინფორმაციის გამო პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომები და არასწორი გათვლები. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება განწყობის მკვეთრ ცვლილებებს, ნერვიულობას ან ავადმყოფობას გამოიწვევს. დღევანდელი სიზმარი პირიქით უნდა განიმარტოს. სიზმარში შიში საქმიანობის შეცვლას ნიშნავს.

თხის რქა

შესაძლოა, რამდენიმე ახალი საქმიანი ურთიერთობა წამოიწყოთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ. ნებისმიერი როლის შესრულების ნიჭი და საქმეში საჭირო ადამიანების მიზიდვის უნარი წარმატებისა და აღიარების მოპოვებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედებები მომხდარის რეალურ შეფასებას უნდა ეყრდნობოდეს.

მერწყული

პასიური დღეა. სასურველია აქტივობის შემცირება და სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება. ნაშუადღევს თქვენი ინტუიცია საგრძნობლად გაიზრდება და გარშემომყოფი ადამიანების განწყობას შესანიშნავად იგრძნობთ. ეს ურთულეს სიტუაციებში ორიენტირების დროს დაგეხმარებათ და საკუთარ მომავალს ნათლად დაინახავთ.

თევზი

სიყვარულისთვის ხელსაყრელი დღეა. დაივიწყეთ ყველა სამწუხარო წვრილმანი და მთელი არსებით სიყვარულს დანებდით. ისიამოვნეთ თითოეული წუთით, რადგან ცხოვრებაში ასეთი მომენტი ბევრი არ არის. ბევრი თევზი შეძლებს, ისეთი თვისებები გამოავლინოს, როგორიცაა ერთგულება, თანაგრძნობა და ახლობელი ადამიანებისთვის უანგარო სამსახური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...