1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალგაზრდები ნამახვანჰესის გარეშე ხეობის განვითარებას შეუძლებლად მიიჩნევენ

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  ნამახვანჰესის მხარდასაჭერად რიგით მეორე აქცია გაიმართება. აქციებს რიონის ხეობის ახალგაზრდები მართავენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერების შემთხვევაში, ხეობის განვითარება წარმოუდგენელია. 

“ახალგაზრდები თითქმის აღარ დარჩნენ ჩვენს ხეობაში. არც სამსახურია აქ, არც ტურიზმის განვითარების შანსი – გზები არაა ელემენტარულად, ვინ უნდა განავითაროს ტურიზმი, სკოლებში 5 და 10 ბავშვი სწავლობს. ნამახვანჰესი ჩვენ არ მიგვაჩნია საფრთხედ, პირიქით ეს პროექტი თუ გადაგვარჩენს. ჯერ მხოლოდ ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, ინფრასტურქტურა გაუმჯობესდება, იმედი მიეცემა ადამიანებს. ახალი 20 კილომეტრიანი გზა გაკეთდება აქ და ქუთაისიდან რაჭაში გადახვალ. ასე თუ განვითარდება ტურიზმი”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ნამახვანჰესის მშენებლების მომხრეები, ადგილობრივი მოსახლეობა აქციის ორგანიზატრებთან ერთად დღეს 14:00 საათზე შეიკრიბება და ხელისუფლებას მიმართავენ. “ჩვენი აქციებით გვინდა მთავრობას მივაწვდინოთ ხმა და მოგვაქციონ ყურადღება. ზოგი მედია ისე აშუქებს მოვლენებს, თითქოს მთელი ხეობა წინააღმდეგია ამ ჰესის, ეს არაა სიმართლე”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები