0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი ოჯახური ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სწორედ ამ დღეს დაიწყოთ ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე კამათი ახლობელ ადამიანებთან.

♉კურო

ბედი შანსს გაძლევთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. კუროს შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება. ქალებს ახალი რომანტიკული თავგადასავალი ელით. რაც შეეხებათ მამაკაცებს, ვარსკვლავები გირჩევენ, როიმ ყურადღება ადრე დაწყებულ პროექტებზე გადაიტანოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ მოვალეობებს უფრო სერიოზულად მოეკიდებით. სხვა დანარჩენის გარდა, ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. შესაძლებელია, მნიშვნელოვანი თანხა მიიღოთ, რომელიც უმჯობესია, მომგებიან პროექტებში დააბანდოთ.

♊ტყუპები

ტყუპების ენერგიულობა, შემოქმედება და სექსუალური პოტენციალი იზრდება. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. ოჯახური სიყვარული და ჰარმონია ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ნდობა და სიყვარული ოჯახის წევრებს შორის მნიშვნელოვან საკითხებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრას. ცხოვრება თავად გიკარნახებთ სწორ გამოსავალს.

♋კირჩხიბი

ეს არის ცვლილებების, მოლაპარაკებების, თავისუფლებისა და ახალი ნაცნობობის დღე. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან თანხას მიიღებთ, რომელიც ეცადეთ, რომ მომგებიან ბიზნესში დააბანდოთ. დღის პირველ ნახევარში წარმატება შეიძლება ზედმეტმა სიმკაცრემ შეაფერხოს, მეორეში – აჩქარებამ.

♌ლომი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად დაბალია, რომ საკუთარი ბიზნესის უნარებისა და ორგანიზაციული ნიჭის გამოვლენას ვერ შეძლებთ. ნუ დაისახავთ გლობალურ მიზნებს. არახელსაყრელი დღეა სამუშაო ადგილის შეცვლის ან დამატებითი შემოსავლის ძებნისთვის – ვიღაცამ შეიძლება თქვენი მოტყუიება სცადოს და ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით.

♍ქალწული

ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. უმჯობესია, ძველი საქმიანი ქაღალდები გადაათვალიეროთ. შესაძლოა, ახლა ისინი უფრო აქტუალური იყოს, ვიდრე ოდესმე. ეს დღე ხელსაყრელია სადავო საკითხებისა და სასამართლო საქმეების გადასაჭრელად.

♎სასწორი

ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც აპირებს დაწყებული საქმე კონკრეტულ შედეგამდე მიყვანოს. სასწორის ენერგეტიკული, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება. დღის მეორე ნახევარში ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გართულებები.

♏მორიელი

რთული დღეა, რომელიც გარიგების დადების, რთული ოპერაციების, შეძენისა და ურთიერთობების გარკვევისთვის არახელსაყრელია. სამუშაო რეჟიმში დაბრუნება გიჭირთ. თავს დათრგუნულად გრძნობთ. ალბათ სანერვიულო არაფერია. უმჯობესია, ცოტა მოითმინოთ და ცხოვრება თავად გიკარნახებთ ვითარებიდან სწორ გამოსავალს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ყველა ვიზიტი გააუქმოთ და დაისვენოთ.

♐მშვილდოსანი

იუპიტერის მფარველობის დამსახურებით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა, გარკვეულწილად, გაუმჯობესდება. თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა პროფესიული საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ და თანამშრომლების თვალში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. საღამოს მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა, რომელიც სერიოზულ ურთიერთობად ჩამოყალიბდება. სიზმარი ერთ კვირაში ასრულდებათ.

♑თხის რქა

ეს შეიძლება ძალიან რთული დღე იყოს. მამაკაცებს ხანმოკლე გატაცება ელით. უსაფუძვლო ეჭვიანობა ან ღალატი პარტნიორთან ურთიერთობას გაართულებს. თხის რქა ქალებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. ეცადეთ კვების დიეტა დაიცვათ და კარგად გამოიძინოთ.

♒მერწყული

ეს დღე განასახიერებს ემოციურ დაძაბულობას. ამ დღეს ინტუიცია გიღალატებთ, ამიტომ არ უნდა ენდოთ. შესაძლებელია, სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, ნეგატიურ აზრებს არ აჰყვეთ და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ.

♓თევზები

ეს დღე ცხოვრებისეულ არჩევანს განასახიერებს. შესაძლოა, ახალ სამსახურში გადასვლა შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. გირჩევთ სინდისთან კომპრომისზე არ წახვიდეთ, თორემ სანანებლად გაგიხდებათ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...