0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, მიშო ახლოურია

თბილისში, ძმამ ძმა მოკლა. მოკლულია 19 წლის მიშა ახლოური, რომელსაც დანით სასიკვდილო ჭრილობები 21 წლის ძმამ მიაყენა.

მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა. ახლობლებს მომხდარს მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მეზობლები ამბობენ, რომ ძმები მამასთან ერთად ქირით ცხოვროდნენ. მათ არაფერი სმენიათ ოჯახში კონფლიქტის შესახებ და ამბობენ, რომ ხმაური არც გასულ ღამეს გაუგიათ.

დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ბრალდებული უკვე დაკავებულია.  გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები