0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მშვენიერი ვაქცინაა ჩინური “სინოვაკი”, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი – იმნაძე

“თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა”, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველომ რუსული ვაქცინა შემოიტანოს.

“თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არაა, თუ იქნება აღიარებული, ისმის კითხვა, რატომ არა, მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაც​იაში, “ასტრაზენეკას” ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური “სინოვაკი“, ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი,”  – განაცხადა პაატა იმნაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

23 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის მომხმარებელი, თუ ის მსოფლიომ აღიარა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც შეიძლება გახნდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები