ბიზნესი
მარიამ ქვრივიშვილმა პოსტი ოფიციალურად დატოვა
2020-12-14 14:38:02
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი უკვე ვაკანტურია.
როგორც ცნობილია, ის საკანონმდებლო საქმიანობას მე-10 მოწვევის, ჯერჯერობით, ერთპარტიულ პარლამენტში გააგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობას მარიამ ქვრივიშვილის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი შეასრულებს.
შეგახსენებთ: მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2019 წლის თებერვალში კონკურსის შედეგად დაინიშნა, მაშინ მინისტრი გიორგი ქობულია იყო.
ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
კომენტარები