1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საქართველოში წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

3 დეკემბერი, 2020 - საერთაშორისო გამოცემა The Banker- მა საქართველოს ბანკი „Bank of the Year Awards 2020” -ის გამარჯვებულად დაასახელა. ჯილდო ბანკს ქვეყნის მასშტაბით წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში მიენიჭა. მსოფლიოს წამყვანი ბანკები სტრატეგიული უპირატესობებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით შეფასდნენ. 

The Banker-ის ჯილდოს მოსაპოვლებლად, ყოველწლიურად განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის განაცხადები ივსება, რაც გამოცემის მაღალ კვალიფიკაციასა და სანდოობაზე მეტყველებს. გამოცემა წლის საუკეთესო ბანკებს მსოფლიოს მასშტაბით 1926 წლიდან ავლენს. 

„წლევანდელმა წელმა საბანკო სექტორი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საჭირო პროდუქტისა თუ  სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პროცესში ინდუსტრიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. წელს შემფასებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბანკები პანდემიის პირობებში მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმატებულ ოპერირებას“,- აცხადებენ The Banker-ში 

„მოხარული ვართ ჯილდოს მიღებით და აღიარებით. მადლობა ამისთვის The Banker-ს.  პირველ რიგში ეს გამარჯვება არის თითოეული იმ თანამშრომლის დაუღალავი შრომის დამსახურება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებელს ხარისხიან და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს და ქმნის უკეთეს საქართველოს. მადლობა მომხმარებელს, რომ ირჩევს საქართველოს ბანკს და ამით გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და  2020 წლის გამოწვევების მიუხედავად გავაგრძლოთ მათი მაღალი ხარისხის მომსახურება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები