0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ არ მოვახდენდით რეაგირებას, რაღაც პერიოდის შემდეგ ვირუსი 3-4 ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა - კულუმბეგოვი

ეპიდემიოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, შეზღუდვების გარდა სახელმწიფოს ეპიდემიის მართვის სხვა გზა არ აქვს.

"ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას შეეხება, ადამიანების ჯიბეზე აისახება. ამას არ შეიძლება დადებითად აფასებდე, ზოგადად, მაგრამ მე იმ გარემოებიდან გამოვდივარ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენს ქვეყანაში ახლა არის ბიოლოგიური ომი. ჩვენთან არის ძალიან ვერაგი მტერი, რომელიც ყოველდღე 40 ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუ ჩვენ ამ ფაქტებზე არ მოვახდენდით რეაგირებას და ასე გავაგრძელებდით, ძალიან დიდი რისკი იყო, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს იქნებოდა 3-4 ათასი ადამიანის სიცოცხლე. მეტი გამოსავალი არ არსებობს. აქ არსებობს რაღაც ტექნიკური დეტალები - სად შეიძლებოდა შეზღუდვები უფრო მკაცრი ყოფილიყო, სად - ნაკლებად მკაცრი. ეს მსჯელობის საკითხია, რაშიც მეც ვმონაწილეობდი. რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, თუმცა, ამას, ცხადია, საჯაროდ არ გამოვიტან, რას ვემხრობოდი და რას არა.

სახელმწიფოს რა აქვს მეტი შესაძლებლობა და რესურსი - იმოქმედოს ისე, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწიროს, როგორ უნდა გადაარჩინოს ჰოსპიტალური სექტორი, როცა კრიტიკული შეუსაბამობაა, ახლოს ვართ ამ ყველაფერთან. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებებია და არავისთვის არაა იოლად მოსასმენი. მე დიდი იმედი მაქვს,რომ ამ ყველაფერს ექნება პოზიტიური გავლენა და შესაბამისი დამყოლობა, რადგან ჩვენ იმდენჯერ მოვუწოდეთ საზოგადოებას ნიღბის ტარებისკენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს 55-60%-ს, სამწუხაროდ, არ აღემატება. ჩვენ რომ ყველაფერი შეგვესრულებინა ისე, როგორც საჭიროა, შეიძლება ეს საჭირო არ გამხდარიყო,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები