0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახეთ, რა სახის შეზღუდვების შემოღებას გეგმავს მთავრობა

საუბარია ლოკალურ წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელიც მობილობის შემცირების საშუალებას მოგვცემს და დღეს ჩვენთვის მთავარი ეს არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, მათი სტრატეგია ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად წერტილოვანი შეზღუდვები. გაბუნია დარწმუნებულია, რომ მიზნობრივი რეგულაციები მათ შესაძლებლობას მისცემს, შეინარჩუნონ ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობის გარკვეული დონე და ასევე, შეამცირონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.

„საუბარია ლოკალურ წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელიც მობილობის შემცირების საშუალებას მოგვცემს და დღეს ჩვენთვის მთავარი ეს არის. მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მაინც მივაღწიოთ. სტაბილიზაციის შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იქნება, სისტემამ გაუძლოს ამ დატვირთვას და შემდეგ უკვე ველოდოთ შედარებით კლებას. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ლოკალურ შეზღუდვებზე.

შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, მოდიფიცირება შეიძლება შეეხოს, ანუ შეზღუდვის დრო გახანგრძლივდეს. ასევე, მგზავრების ნაკადების მართვა მოხდეს. ესეც სრული შეწყვეტის გარეშე, რათა აქტივობის გარკვეული დონე მაინც შენარჩუნდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიამ ასევე ისაუბრა პაციენტების რაოდენობაზე და საწოლფონდზე.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის საწოლები იყოს მობილიზებული. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული რომ ჰოსპიტალიზებული იყოს მძიმე შემთხვევები. სხვა დანარჩენი შემთხვევებისთვის მობილიზებულია კოვიდსასტუმროები, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს, ასევე, ბინაზე. 10 000-ზე მეტია უკვე იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც ბინაზე მკურნალობს. ყველ ის პაციენტი, ვისაც დღეს სჭირდება ჰოსპიტალური სერვისი, იღებს ამ სერვისს. საავადმყოფოებში 6 000-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. თუმცა, ჩვენ კიდევ გვაქვს რესურსი ოპტიმიზაციის. თითქმის, პაციენტების მესამედი იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები