0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

210 000 ლარი ქუთაისის საახალწლოდ განათებისთვის - ღამით გადაადგილება აკრძალულია

 ქუთაისს ახალი წლის დადგომა 210 000 ლარი დაუჯდება. ქალაქის მერიამ უკვე  გამოაცხადა ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავს საახალწლოდ ახალი განათებებისა და კონსტრუქციების შეძენას. არსებული ინფორმაციით, გათვალისწინებულია ძველი კონსტრუქციებისა და განათებების განახლება.

 ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყება მთავარი ნაძვის ხის განათებით, რომლის განთავსების ადგილი კვლავაც უცვლელი რჩება - ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ქუთაისში საახალწლო პროგრამა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყება და 14-იანვრამდე გაგრძელდება.    

 ეს მაშინ, როცა ქალაქებში, მათ შორის, ქუთაისშიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. უცნობია, რა პერიოდით გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.

 რამდენად ლოგიკური და მიზანშეწონილია საახალწლო განათებებში ამ თანხის გადახდა იმ დროს, როცა   რეალურად ღამით ადამიანები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან  ეს რთული სათქმელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები