1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვოლვოს ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური ქრაშ-ტესტი - ახალი ავტომობილის 30მ. სიმაღლიდან ვარდნა

ვოლვომ ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური და მნიშვნელოვანი ქრაშ-ტესტი ჩაატარა, ავტომობილები 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდო და ტესტის მეშვეობით ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე ექსტრემალური სცენარების იმიტაცია გახადა შესაძლებელი. 

„ჩვეულებრივ, ავტომობილების ტესტირებებს ვახდენთ მხოლოდ ლაბორატორიაში, პირველად მოხდა, რომ ავტომობილები ამწედან ჩამოვაგდეთ. ჩვენ ვიცოდით ტესტის შემდეგ უკიდურეს დეფორმაციას დავინახავდით და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ სამაშველო ჯგუფისთვის მუშაობის რეალური გამოწვევა მიგვეცა“ - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ ავტოსაგზაო შემთხვევების კვლევის ჯგუფის უფროსმა მკვლევარმა ჰაკან გუსტაფსონმა.

ტესტირებისას ათი სხვადასხვა მოდელის ვოლვო რამდენჯერმე ჩამოაგდეს ამწედან. ვარდნის დაწყებამდე „ვოლვო ქარსის“ უსაფრთხოების ინჟინრებმა ზუსტი გათვლები გააკეთეს, თუ რა ძალა დასჭირდებოდა თითოეულ ავტომობილს დაზიანების სასურველი დონის მისაღწევად. 

„ჩვენ მრავალი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შვედეთის სამაშველო სამსახურებთან, რადგან საერთო მიზანი გვამოძრავებს - გავხადოთ გზები უფრო მეტად უსაფრთხო. ვიმედოვნებთ, რომ არასდროს არავის მოუწევს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოცდა, მაგრამ ყველა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვნერგავთ უსაფრთხოების ახალ მეთოდებს, რომ შევძლოთ მეტი სიცოცხლის გადარჩენა“ - აღნიშნავს ჰაკან გუსტაფსონი. 

 

Youtube ბმული: https://youtu.be/A1yvV_JjRts

გადმოსაწერი ვიდეო: https://we.tl/t-G254Ss85rR

კომენტარები

მსგავსი სიახლეები