0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კარგად ხართ? რა ჩემი საქმეა პოლიტიკა. ჭავლები არა მავლები - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ფორმულას კითხვის პასუხად, რამდენად მიზანშეწონილი იყო ცესკო-სთან აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება, განაცხადა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის. 

"თქვენ, როგორ ბრძანდებით? კარგად ხართ? რა ჩემი საქმეა პოლიტიკა. მე მკითხეთ კორონავირუსზე, ძალიან გთხოვთ, რა. ჭავლები არა მავლები კიდევ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

8 ნოემბერს მედიის კითხვებს მსგავსი შინაარსის პასუხი გასცა კიდევ ორმა წამყვანმა ეპიდემიოლოგმა.

ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ცივ კლიმატურ პირობებში, პანდემიის დროს, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება საფრთხისშემცველი, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა: 

"ვერ გეტყვით, იცით, ეპიდემიოლოგიური საკითხები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომპეტენციაა და მათ უნდა კითხოთ, ჩემი კომპეტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები", - ამბობს ცერცვაძე. 

იმავე კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა: 

"ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. რასაც თქვენ მეკითხებით, ეგ სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა. მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ", - ამბობს გამყრელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები