0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია? რა გიხარიათ? - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ცესკოსთან გუშინ მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ერთი რამე არ მესმის და არც მინდა გავიგო, იმიტომ რომ კარგს ვერაფერს დავასკვნი – ხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია??? რა გიხარიათ? პასუხი დაახლოებით ასეთია, – ჩვენ რომ გვცემდნენ კარგი იყოო? ცუდი იყო. სხვას რომ სცემენ და თვალებს თხრიან, უკეთ ხართ?

მაქსიმუმ 30 ნაციონალზე ხართ გაბრაზებული, ამ აქციებზე კი არის უამრავი ადამიანი თავიანთი გასაჭირით, წუხილით, პრობლემით, სულ უცნობიც რომ იყოს და მითუმეტეს, სავარაუდოდ უამრავი თქვენი ახლობლის თუ არა, ნაცნობის შვილი, და, ძმა.. ხოდა რა გიხარიათ? და ან როდემდე უნდა გიხაროდეთ ერთმანეთის განადგურება?”- წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები