0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგლა მიქაუტაძე - გლდანში მოუწესრიგებელი ქუჩების, გამო მხოლოდ 4 თვეში დაიღუპა 1 და დაშავდა 26 ადამიანი

"ლელოს" გლდანის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ გლდანში მოუწესრიგებელი  ინფრასტრუქტურის შესახებ ბრიფინგი გამართა და შსს-დან მიღებული ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა.

მიქაუტაძის ინფორმაციით, შსს-დან მიღებული მონაცემებით დგინდება, რომ ივნისი და სექტემბრის ჩათვლით 24 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ ტერიტორიაზე, სადაც დაშავდა 26 ადამიანი, ხოლო 1 დაიღუპა. 

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, გლდანის ქუჩების რეაბილიტაცია წელიწადნახევარია, მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ქუჩები არც დაუხაზავთ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზია. 

“აქ ხდება ყოველდღე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა, იმიტომ, რომ გზები არის მოუწესრიგებელი, მანქანები მოძრაობენ ქაოტურად და ჩვენ ჯერ კიდევ სექტემბერში, მივმართეთ მერიას, რომ დაესრულებინა ეს პროექტი, მიეყვანა ბოლომდე. მას შემდეგ გავიდა2 თვე და დღემდე ამ მდგომარეობაშია ეს ქუჩები. ამის გამო გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით დაგვეხაზა ქვეითთა გადასასვლელი, რა დროსაც პოლიციამ გაგვაჩერა, გვითხრა, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის. თუმცა არც ის აკეთებს, ვისი საქმეცაა. მერია არის უმოქმედო და უუნარო, მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, საკუთარი ხელებით და საკუთარი ძალებით მოაგვარონ პრობლემა. დახაზულიც კი არ არის ეს ქუჩები იმისთვის, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ იმოძრაონ,” - განაცხადა მიქაუტაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები