1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი სიორიძე - საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა “ქართული ოცნების” დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის.

„ლელოს“  გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა  გიორგი სიორიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე ისაუბრა.  

გიორგი სიორიძის განმარტებით, მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტია არჩევნებზე  მანიპულაციისთვის. 

„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ ჩემი პატივისცემის  მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ისინი მოახლოებულ არჩევნებზე  მანიპულაციებისთვის „ქართული ოცნების“ დაგრძელებულ ხელად არიან ქცეულები. დღევანდელი მონაცემებით, 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება ინფიცირებულთან კონტაქტების მქონე და იზოლაციაში მყოფთა რაოდენობა. ამ ფონზე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაცია  გამოსცემს დადგენილებას და აძლევს სპეციალური რეგისტრაციის საშუალებას ინფექციის გამო მობილობაშეზღუდულ პირებს. ინფიცირებულთა და იზოლირებულთა მხოლოდ 10 %-ს აქვს რეგისტრაცია გავლილი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას არ უწარმოებია შესაბამისი და სათანადო აგრესიულობით საჭირო საინფორმაციო კამპანია. მეორე მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ 27-დან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩვენ კიდევ დაგვემატება რამდენიმე ათასი კოვიდინფიცირებული და მათთან კონტაქტის გამო იზოლირებული პირები და ეს ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნების მიღმა დარჩებიან“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სიორიძის განმარტებით, ქართულ სინამდვილეში მიმდინარეობს ხმებით მანიპულირების მაღალი რისკის შემცველი პროცესი. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ხელისუფლება ვალდებული იყო, ამ ვითარების პროგნოზირება მოეხდინა გაზაფხულზევე, როცა ინფექციის გავრცელების შეჩერება და პროცესის დროში გადავადება,  პრაქტიკულად, სრული ჩაკეტვით მოხერხდა.

„მაშინვე ცხადი იყო, რომ შემოდგომა ინფექციის გავრცელების მხრივ იქნებოდა მძიმე  და 31 ოქტომბერი, როგორც საარჩევნო დღე, იქნებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დასაორგანიზებელი. ამას სჭირდებოდა უმაღლესი საკანონმდებლო თვალსაზრისით გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც  „ოცნებამ“ არ გააკეთა და დღეს საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციით ხელით სთავაზობს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, სათავისო და ამომრჩევლის უფლებების შემლახავ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით და მაქსიმალური სიფრთხილით, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

მან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 2020“ -ს, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ამ რეგულაციის შეჩერება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები