ბიზნესი
250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია
2020-10-23 17:19:41
„ფორ ლაბი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროში აღნიშნულ მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. „ფორ ლაბმა“ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა და ბაზარზე მასალების მიწოდება გააორმაგა.
ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიმ უპრეცენდენტო ცვლილება განახორციელა დაკრედიტების მიმართულებით და ბიზნესებს მისცა საშუალება ისარგებლონ 250 000 ლარამდე ბიზნესსესხით უძრავი ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. ამ დრომდე საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000 ლარი იყო, თიბისიმ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე გაზარდა.
უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა რაგბის კლუბმა „იუნკერები“, რომელიც უკვე მეორე წელია უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. იგი აერთიანებს როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდებს, ხოლო მის ბაზაზე მოზარდებს 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ რაგბს დაეუფლონ.
„ჩვენ ვზრდით ახალ თაობას, რომლებსაც განვითარების შესაძლობა აქვთ. ამით საფუძველს ვქმნით, რომ შემდეგში მათ პროფესიონალური კლუბებში ითამაშონ. ამ სპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რომ განვითარება შევძლოთ, გამართული ინფრასტრუქტურა გვქოდეს, მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეები და ა.შ.“ - ამბობს კლუბის გენერალური დირექტორი გიორგი ნოზაძე.
უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, ასევე, შესაძლებელია ფილიალში მისვლაც. დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan
კომენტარები