1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელოს ინიციატივა - 100 დღე" - პარტიამ პრეზენტაცია გამართა და ის პროექტები წარადგინა, რომელსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებს

 “თბილისი მარიოტში” “ლელომ” პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ინიციატივას, რასაც პარტია განახორციელებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.   

პრეზენტაციას “ლელოს” ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას “ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით პირველი 100 დღის ანონსი გააცნეს. 

ლელო „მარშალის გეგმის“ განხორციელებას დაიწყებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე.  

პარტია პირველი 100 დღის განმავლობაში მიიღებს  60-მდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებას, რამაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და უსწრაფეს მოდერნიზაციას. მათ შორის „ლელო“ ყველაზე უფრო გადაუდებელად თვლის შემდეგი სამი პრობლემის მოგვარებას:    

1. მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. რაც მოიაზრებს პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით მექანიზმის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიას და მცირე მეწარმეს, რომელთაც პანდემიის და არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო შეექმნათ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინონ თავიანთი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 ან 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით. 

2. კოვიდის სწორი მართვა - კოვიდის პირობებში ქვეყნის სწორად სამართავად „ლელო“ დაეყრდნობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებსაც „ოცნების“ მთავრობა ვერ ასრულებს უუნარობის გამო და ამახინჯებს პარტიულ-საარჩევნო მიზნების გამო. კოვიდთან გასამკლავებლად გადამწყვეტი იქნება სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და განხორციელებაში სპეციალისტების, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რაც შეიძლება ფართო ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. 

3. სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა ლონდონის არბიტრაჟის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან ერთად და ინსტიტუციურ ბაზაზე დაყრდნობით, შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი და უმეტესად ქართველი მოსამართლეებით, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ბიზნეს ადვოკატების წრიდან. ახალი სასამართლო ინსტიტუტის შექმნით გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი; ქართულ კომპანიებს მიეცემათ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული, ხელმისაწვდომი და სანდო საშუალება; საქართველოს სასამართლო სისტემა აღმოჩნდება კონკურენტულ გარემოში; საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრდება სასამართლოსა და მოსამართლის თანამედროვე სტანდარტი, როგორც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიღწევადი ორიენტირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...