1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაია დვალიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა, მსახიობი ხელოვანების გარემოდან

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ბაია დვალიშვილის სესიას თიბისის Facebook  გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის ფარგლებში, მსახიობი პროფესიის არჩევის განმაპირობებელ ფაქტორებზე და თეატრში განვლილ გზაზე მოყვება - სახელოვნებო გარემოცვაზე, რომელშიც გაიზარდა და ადამიანებზე, რომლებიც იმ დროის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს ქმნიდნენ.

ბაია დვალიშვილი მეცნიერ და ლიტერატურათმცოდნე პავლე ინგოროყვასთან გადაკვეთას გაიხსენებს, რომელთანაც მსახიობის მამას, იმდროინდელი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს - აკაკი დვალიშვილს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი აკავშირებდა.

მსახიობი მაყურებელს კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან მუშაობისა და „აშუღ-ყარიბის“ გადაღების დეტალებსაც გაუზიარებს. ასევე, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე - საბჭოთა კავშირის დაშლასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ნაბიჯებზე, გარდამტეხ თარიღზე - 9 აპრილზე ისაუბრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები