1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თბილისი ცენტრალმა“ მუშაობა განაახლა - როდის გაიხსნება „ოქროს ბირჟა“?

სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმა" მუშაობა განაახლა, „ოქროს ბირჟა" კი პირველი ნოემბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ განცხადებას „ოქროს ბირჟის" დირექტორი, ეთერ ყიფიანი აკეთებს.

როგორც ეთერ ყიფიანმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, „თბილის ცენტრალი" სადენზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო 3 დღით დაიკეტა. რაც შეეხება „ოქროს ბირჟას", ის პირველი ნოემბრიდან გაიხსენება.

შეგახსენებთ, „თბილისი ცენტრალში" განთავსებულ „ოქროს ბირჟის" რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, „ოქროს ბირჟა" და „თბილისი ცენტრალი" რამდენიმე დღით დაიკეტა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები