1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვატო სურგულაძე - სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდულის ე.წ. „სისტემის მომხმარებლის“, 25 ოქტომბერს ამოქმედება ეჭვს იწვევს - არის საშიშროება, რომ მოხდეს ინფორმაციით მანიპულირება

„ლელოს“ ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და 8 ოქტომბერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, გაგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრა.

აღნიშნული წერილით ცენტრი ატყობინებდა დაწესებულებებს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შემოღებულია სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდული ე.წ. „სისტემის მომხმარებლები“, რომელიც განთავსებულია ცენტრის შესაბამის პორტალზე.

სურგულაძის თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონულ მოდულში დასაქმებული პირების იდენტიფიკაციას, რომ მხოლოდ ამ პირებს ჰქონდეთ სისტემაზე წვდომა. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი სისტემაში ყოველი შესვლისას მიიღებს SMS შეტყობინებას. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან გადავიდნენ ამ სისტემაზე ა/წ 25 ოქტომბრიდან. რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„რატომ ხდება ახალი ელექტრონული პლატფორმის შემოღება 25 ოქტომბერს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამით შეიძლება მოხდეს ინფორმაციის მანიპულაცია. ყველაზე უცნაური არის ის ფაქტი, რომ დაავადებათა კონტროლის  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საინფორმაციო პორტალის ერთ - ერთი მოდული იცვლება საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე რაც შეძლება გახდეს ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების მანიპულირების მექანიზმი. პირველ ეტაპზე ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი უზუსტობები როგორიცაა, ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება, უზუსტობა ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფორმაციული სისტემის გაუმართაობა, სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი პირების მოუმზადებლობა, პრობლემები SMS გაგზავნა - მიღებაში. ინფორმაციას ვინც ფლობს, ის ფლობს სიტუაციასაც. ეს არის ჩვენი ეჭვი, რატომ 25 ოქტომბერს და არა თუნდაც არჩევნების შემდეგ,“- აცხადებს სურგულაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...