1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი 69 წლის ქალია, მეორე 67  წლის, მესამე კი 81 წლის მამაკაცია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, სამივე მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„81 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 18 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: ალცეჰიმერი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

მეორე პაციენტი, 69 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 30 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ორი, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა“, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 40 პაციენტი, მათ შორის ხუთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები