1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაწესდება თუ არა ხვალიდან თბილისში ფართომასშტაბიანი შეზღუდვები? - მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, თბილისში არ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისეთი მატება, რომ ამას მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

„თბილისში გარკვეული მატება არის, თუმცა ეს მილიონნახევრიანი ქალაქისთვის არ არის ეპიდემიოლოგიურად ისეთი, რომ ამას მოჰყვეს გარკვეულწილად დიდი შეზღუდვები. ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. მიმდინარეობს აქტიური ფოკუსირებული პრევენციული ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს კონტაქტების გამოვლენას, მათ იზოლაციას და აქტიურ ტესტირებას მაღალი რისკის ჯგუფებში. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც არის ეფექტური ასეთ შემთხვევებში. ვფიქრობ, შესაძლებელია, სტაბილურად მოხდეს შენარჩუნება და ეპიდემიის გავრცელების ესკალაცია არ მივიღოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები