1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაჩალიაშვილის ბებია, რომელიც პროკურატურის ვერსიას ეთანხმებოდა, ოცნების კომისიის წევრია

ტვ პირველის ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, რომელიც ფიქრობს, რომ ბაჩალიაშვილმა შესაძლოა თავი მოიკლა, ქართული ოცნების კრწანისის კომისიის წევრია.

ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ფიქრობს, რომ ის “ქართულმა ოცნებამ” მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო “დააწინაურა.”

“ეტყობა დააწინაურეს, იმიტომ მიწერდა ფეისბუქის მთავარ გვერდი, თეონა, შვილო, დაწყნარდი, ბედს შეეგუე, ეტყობა ასე ჰყავდათ დარიგებული, რომ გააჩერე შენი დისშვილი და დაგაწინაურებთო. აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მე ჩემი შვილის მკვლელებს ვეძებ და მაგას რომ აინტერესებდა, იმიტომ მოხვდა ჩვენს შორის შეჯახება, მეწინააღმდეგებოდა, დაიჯერე თვითმკვლელობა, დაჯექი და იგლოვეო”,- ამბობს თამაზაშვილი

ცნობისთვის, რიტა ზურაბიშვილმა ვრცელი ინტერვიუ სახელისუფლებო მედიას, იმედს მისცა, სადაც თქვა, რომ არ გამორიცხავდა თვითმკვლელობის ვერსიას, რადგან მისი თქმით, მცდელობები ადრეც ჰქონდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები