1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ქართული კულტურა არის უმნიშნელოვანესი მიმართულება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი იდენტობის. ქართული კულტურის ეკონომიკა უნდა შემოვიტანოთ როგორც მცნება და ვიზრუნოთ მისი ექსპორტის განხორციელებაზე,”-მამუკა ხაზარაძე

როგორც “ლელოს“ ხედვით  კულტურის სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს ცალკე, თანამედროვე მენეჯმენტით და მოხდეს მთელი კულტურის გადაყვანა ისეთ მოდელზე, სადაც მათ ექნებათ გრძელვადიანი დაფინანსება,”-  მამუკა ხაზარაძე

"ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის კულტურის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი თამთა შავგულიძე,  კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ლელოს „ახალი მარშალის“ გეგმა წარუდგინეს. „ახალი მარშალის“ გეგმა, სტრატეგიულ საკითხებთან ერთად, კულტურის სფეროსაც მოიცავს.

კულტურის სექტორის  წარმომადგენლებმა დეტალურად  მოისმინეს სფეროს  განვითარების სტრატეგია  და ის კონკრეტული მაგალითები, რასაც მათ "ლელოს“ მოდელი სთავაზობს. 

ღონისზიებაზე „ლელოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს კულტურის სამინისტრო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო. რადგან ეს სფერო გარკვეული პერიოდის შემდეგ ქეყანაში ინვესტიციის შემოდინების წყარო გახდება.

მისივე თქმით,  საქართველო უნდა დაუბრუნდეს კინემატოგრაფიის მწარმოებელთა რიგს.  

„საქართველო უნდა დაუბრუნდეს კინემატოგრაფიის მწარმოებელთა რიგს, რადგან 30 წლის წინ იგი 6 წამყვან კინემატოგრაფ ქვეყანათა რიგში შედიოდა. ჩვენ უზარმაზარი შანსი გვაქვს იმისა, რომ საქართველო გახდეს  კინოწარმოების  ეპიცენტრი,  ასევე დიდი შანსი გვაქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ სხვა სახელოვნებო მიმართულებით. „ლელოს“ აქვს საინტერესო ხედვა, რომელიც გავაცანით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ვთლით, რომ კულტურის სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს ცალკე, თანამედროვე მენეჯმენტით და მოხდეს მთელი კულტურის გადაყვანა ისეთ მოდელზე, სადაც მათ ექნებათ გრძელვადიანი დაფინანსება, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში,“-აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

“ლელოს” ერთ-ერთმა  ლიდერმა

თამარ შავგულიძემ კულტურის დარგში ლელოს “ახალი მარშალის გეგმის” პრიორიტეტებზე  ისაუბრა. 

მისი თქმით,  კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარტიის ლიდერებს მათი პრიორიტეტები და მოსაზრებები გააცნეს. შავგულიძე თვლის, რომ  დღევანდელმა საზოგადოებამ “ლელოს”  გეგმა სწორად  გაიაზრა.

ლელოელებმა შეხვედრა გავმართეთ კულტურის სფეროს  წარმომადგენლებთან. მაქსიმალურად შევეცადეთ, დაგვეფარა სექტორი და ყველა დარგიდან მოვიწვიეთ სტუმრები.  წარვუდგინეთ ჩვენი სტრატეგიული გეგმა კულტურის დეპოლიტიზაციის თვალსაზრისით და ძალიან გამიხარდა, რომ მისაღები  აღმოჩნდა დაფინანსების ის ახალი მოდელები, რომელიც გულისხმობს დარგის დელეგირებას. 

“ახალი მარშალის გეგმა” გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფონდების  და საბჭოების ოპერირება  უზრუნველვყოთ სხვადასხვა ფინანსური ნაკადიდან. რაც აბსოლუტურად ასუსტებს სახელმწიფოს როლს, როგორც ერთადერთ და ძლიერ დამკვეთს ხელოვნების და კულტურის სფეროში. ამითი ვცდილობთ, გავათავისუფლოთ კულტურა პოლიტიკური დაქვემდებარებისგან, რაც მნიშვნელოვანია,”-აცხადებს შავგულიძე.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ლელო“ იმ ძირითად მესიჯებს შეეხო, რომელიც სფეროს აღდგენისა და აქტიური მუშაობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია: 

1.“ლელო“ ემხრობა დეცენტრალიზაციის პრინციპს (რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურის პოლიტიკის ნაწილში ცენტრიდან (კულტურის სამინისტროდან) მოხდება საკითხთა დელეგირება რეგიონებზე და ფინანსურ და შინაარსობრივ ნაწილში.  რეგიონი საკუთარი სახსრების  დამოუკიდებელი განმკარგავი გახდება, ცხადია, ქვეყნის კანონმდებლობასთან და სტრატეგიული განვითარების ერთიან ხედვასთან კორელაციაში.

2.სამინისტროების გაყოფის საკითხი:  „ლელო“ ემხრობა კულტურის სამინისტროს გამოყოფას. 

ა) ეს  კულტურას დაუბრუნებს კუთვნილ, წამყვან ადგილს ქვეყნის კონცეფციაში. 

ბ) გამოყოფა გააიოლებს რეფორმირების პროცესს. 

3. „ლელოს“ მოდელში გათვალისწინებულია კულტურის სამინისტროს, როგორც პირდაპირი დამფინანსებლის როლის შესუსტება. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში ეს მოხდება დეცენტრალიზაციის გზით, არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისა და კულტურის დანარჩენი სექტორისთვის დარგობრივი ფონდების შექმნით.

4.თანხების ფონდებში აკუმულირება დაეხმარება საბიუჯეტო ორგანიზაციებს, საბიუჯეტო დაფინანსების პარალელიურად მოიზიდონ დამატებითი თანხები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები