1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-ს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახური 3 დღით დაიკეტება.

"თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები