1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი შესაძლოა კარანტინის ზონად გამოცხადდეს

მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის მიზნით, შესაძლოა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი კარანტინის ზონად გამოცხადდეს. შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებენ.

პრევენციული ღონისძიების გატარების მიზეზი დაინფიცირებული კაცია, რომელსაც სოფელში თითქმის ყველა ადგილობრივთან ჰქონდა შეხება. პაციენტის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა დღეს იგეგმება.

ეპიდემიოლოგებმა სოფლის ყველა მკვიდრს ანალიზი აუღეს. პასუხები ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლსაც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და COVID-19-ზე განმეორებით ანალიზს, სავარაუდოდ, დღეს აუღებენ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 74-ე შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები