1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის“- თორნიკე ართქმელაძე

"ლელოს"  წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  თორნიკე ართქმელაძემ წყალტუბოში,  ბრიფინგი გამართა და  წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან მნიშვნელოვან კანონდარღვევების შესახებ ისაუბრა. კანონდარღვევაზე,  რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას, ძალადობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.

ართქმელაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები, ღონისძიებას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დაესწრო, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე მიუთითებს. 

„წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე არა მხოლოდ ესწრებოდა, არამედ საჩუქრები გადასცა საპატიო მოქალაქეებს. რაც არის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ინფორმაცია და ფოტოები დაიდო წყალტუბოს მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას. რამდენიმე დღის წინ ჩემს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ თავის თანამშრომლებს მოუწოდა კომენტარების დაწერისკენ, რასაც მოყვა ორკესტრირებულად გივი ჭიჭინაძის მხარდამჭერი კომენტარების დაწერა,“-აცხადებს ართქმელაძე. 

"ლელოს"  წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით,  5 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" ტრენინგზე ერთად შეკრიბა საარჩევნო კომისიის წევრები და პარტაქტივი. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო კომისიის წევრები არ არიან ობიექტურები და ისინი არ მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევის შესახებ "ლელო" ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდის და საჩივარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...