1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოსალოდნელია პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში. პარტნიორის მიმართ პრეტენზიებმა და საპასუხო აგრესიამ შეიძლება ურთიერთობის დასრულება გამოიწვიოს. ეცადეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. მოსალოდნელია ტრავმა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.

კურო

დაძაბული დღეა, რაც ინფორმაციის მიღებას და სულიერ გარდასახვას უკავშირდება. გირჩევთ საკუთარი მიზნებისა და გეგმების შესახებ არავისთან ილაპარაკოთ – ვიღაც აუცილებლად ეცდება ხელი შეგ,იშალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტულ ვარჯიშებს მეტი დრო დაუთმოთ – ეს თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ტყუპები

მძიმე დღეა. უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობა გიჭირთ, თუმცა საპირისპირო სქესთან ურთიერთობა მშვენივრად აეწყობა. ეცადეთ, ინიციატივა და პრინციპულობა გამოიჩინოთ და საკუთარი პოზიციები გაიმყაროთ.

კირჩხიბი

კვირის ბოლოს განვითარებული მოვლენები სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს წარმოდგენებზე. ოჯახში მოსალოდნელია პრობლემები ერთ-ერთი წევრის მოქმედების გამო. მაღალია უსიამოვნო სიურპრიზის ალბათობა.

ლომი

მგზავრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ოჯახური ურთიერთობების გაუარესება. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორის მიმართ გადაჭარბებულ პრეტენზიებს საპასუხო აგრესია მოჰყვება, რაც შეიძლება ურთიერთობის გართულებით დასრულდეს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ერიდეთ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს.

ქალწული

თუ საკმარის პრინციპულობას არ გამოიჩენთ და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის ყველაფერს არ იღონებთ, მძიმე დღე გელით. გირჩევთ, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ, ეს ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებაში, რაც ახალი თანამდებობის ან სამუშაოს მიღებას უკავშირდება. თუ განმარტოების საშუალება გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ. ეცადეთ, საკუთერ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვიოთ და მოქმედების სტრატეგია შეიმუშავოთ.

სასწორი

წარმატებული დღე გელით, რომელიც სხვადასხვა პრობლემის მოგვარებით დაგამახსოვრდებათ. შესაფერისი დროა ახალი, საქმიანი ურთიერთობებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი საქმიანი აქტიურობა იზრდება. სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ, დიდი წარმატება გელით. თქვენი გრძნობები უჩვეულო სიმძაფრეს შეიძენს. ბევრ თქვენგანს შვილები წარმატებებით გაახარებენ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაც ძალიან ეცდება, რომ პრობლემები შეგიქმნათ. მცდელობა, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ და ამისთვის აკრძალული მეთოდები და ტყუილიც კი გამოიყენოთ, თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტის მიზეზიც გახდეს.

თხის რქა

რთული დღეა. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლეები, რაც განწყობას საფუძვლიანად გაგიფუჭებთ და გაიძულებთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას გადახედოთ.

მერწყული

ოჯახში ფსიქოლოგიური კლიმატი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ. ზოგიერთ თქვენგანს ეს დღე ხანმოკლე სიამოვნებას მიანიჭებს, რასაც მალე იმედგაცრუება შეცვლის. ამიტომ, გირჩევთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ.

თევზები

გადაღლის გამო თავს შეუძლოდ გრძნობთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება, ვიტამინებით მდიდარი საკვები და სუფთა ჰაერზე სეირნობა გჭირდებათ. პრობლემებისა და სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, სულის სიმხნევე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, ყველა პრობლემა ადრე თუ გვიან დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები