1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგო თევზაძე: „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებლების მობილიზების ფაქტები დააფიქსირა“

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიულ ღონისძიებებზე მასწავლებლების მობილიზების ფაქტები დააფიქსირა, რაც მოქმედი კანონმდებლობის აკრძალულია.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განმარტა, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების, მათ შორის, მასწავლებლების პარტიულ ღონისძიებებზე მობილიზებამ.

„ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სკოლის მასწავლებლების მობილიზება ხდება მაჟორიტარებთან შეხვედრის მიზნით, მათ შორის, სამუშაო საათებში. აღნიშნულ ფაქტებს, რომელიც ა(ა)ი.პ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ იკვლევს ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ხასიათი აქვს, რომელსაც ორგანიზებას პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  და სკოლების დირექტორები უწევენ.“- განაცხადა თევზაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალულია სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49 (1) ა,)

„ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს, ბოლნისის, თბილისის, გურიის და წყალტუბოს ფაქტების შესწავლას და შესაძლო დარღვევების შესახებ მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს განათლების სამინისტროს. ეს უკანასკნელი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს აღნიშნული ფაქტების პრევენციას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.“- განმარტა თევზაძემ.  

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები