1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ დააფასა საქართველოს მთავრობამ სამედიცნო პერსონალის თავდაუზოგავი შრომა ეპიდემიასთან ბრძოლაში - "ლელო"

 

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლების შეუსაბამო, დაბალი ანაზრაურება განიხილა.  მათ მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება, რომელიც 20%-ით გაიზარდა, საქართველოში ამავე სფეროში დასაქმებულთა ხელფასს შეადარეს. 

 

  „ლელოს“  პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ექთნების და ექიმების შრომა გახდეს დაფასებული, უსაფრთხო, მაღალანაზღაურებადი, ასევე გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტებს. 

 

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  ლევან კობერიძის თქმით, სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც უშუალოდ მონაწილეობა   მიიღო კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში,  ფინანსურად არ წახალისებულან.  ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროვოს მათი ხელფასი და ასევე მოხდეს მათი მოტივაცია. 

 

 

„მედიცინის სფეროს მუშაკების, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება და ყველაზე  სამწუხაროა, რომ მომავალში დაგეგმილიც კი არ არის. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება, პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება. ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება. მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და, პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული  მედიცინის მუშაკები არიან კორონა ვირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა  და საბოლოო დამარცხების საწინდარი.  ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ – ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს  იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემისთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან,“-განაცხადა კობერიძემ. 

 

ლევან კობერიძის თმით, ვინც ეპიდემიის წინახაზზე მუშაობს უნდა წახალისდეს დამატებითი  1000 ლარი და  გრძელვადიანი, 2021 წლის ბოლომდე, ფინანსური კონკრეტული სამოტივაციო გეგმა სახელმწიფოს მხრიდან. კობერიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში განიხილეს, სამედიცინო პერსონალისთბის არ არის გამოყოფილი არანაირი წამახალისებელი თანხა. კობერიძე მიიჩნევს, რომ ეს ადამინები არიან დაუფასებლები და მხოლოდ მადლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს მთავრობა. აუცილებელია ბიუჯეტში კონკრეტული სქემა ჩაიდოს, რომელიც უშუალოდ ექიმებს და ექთნებს შეეხებათ.

 

 

ბრიფინგს ესწრებოდა “ლელოს” ჯანდაცვის წარმომადგენელი ვატო სურგულაძეც.  მისი თქნით, როცა მაოფლიოში ექიმების ხელფასი 20% იზრდება საქართველოში ექთნები მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ. სურგულაძეს მიაჩნია რომ  საჯარო  უნდა გახდეს ყველა ის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც მოხმარდა კოვიდ-19 ეპიდემიასთან ბრძოლას, რადგან სამედიცინო პერსონალის შრომის ხელშეკრულების პირობები კაბალურია. 

 

„აუცილებელია, ყველა იმ სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ვინც ჩართულია  სასწრაფოდ ეპიდემიის არსებობის პერიოდში, მოხდეს ყოველთვიური ბონუსური სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომლის გაკეთება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.  გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჩართულია კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში, დღეისათვის, ქვეყანაში დაახლოებით 25000 დასაქმებული სერტიფიცირებული ექიმია და ამდენივე ექთანი.  უმრავლესობა გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კლინიკაში. ექთნები იძულებული არიან, შეთავსებით დასაქმდნენ 3,4 და ზოგჯერ, ხუთ ადგილზეც კი, მათ შორის, სხვა ქალაქშიც და მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, დაბალი ანაზღაურება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში არ ხდება ტარიფების შეცვლა, პირიქით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ტარიფებმა დაიკლო. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც იყო 2013 წელს, დარჩა 2020-ში, რაც სამედიცინო პერსონალის  შრომის პირობების დარღვევაა,“-გაუნაცხადა სურგულაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები