1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, ააშენებს თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა“- მამუკა ხაზარაძე

 „ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, ააშენებს თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა“- მამუკა ხაზარაძე „ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს. ხაზარაძის თმით, “ლელოს“ გუნდი მზადაა, „ხალხთან ერთად და ხალხისათვის“ იბრძოლოს ქვეყანაში ძირფესვიანი ცვლილებებისათვის. და ასევე აღნიშნა, რომ პარტიისთვის ეროვნულ მოტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც “ლელო” ყოველთვის აფიქსირებდა.  “ეს არის პატრიოტი პროფესიონალების გუნდი, ვისთვისაც მთავარია ქვეყნის გამარჯვება - საქართველოს გამოყვანა იმ კატასტროფული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი, ზნეობრივი კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის შედეგად. მათგან განსხვავებით, “ლელოსთვის” მნიშვნელოვანია ქართული სულიერება და სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმი ავირჩიეთ პრეზენტაციის ადგილად. აქ დაცულია ჩვენი ისტორიის და კულტურის საგანძური. ერი, რომელსაც ასეთი გმირული ისტორია აქვს, შეუძლებელია, დიდხანს ამყოფოს უიმედობაში პატარა ჯგუფმა და მათმა ბელადმა, ვინც უკვე საბოლოოდ მოწყდა რეალობას. ქართველი ხალხი წარსულის უდიდესმა ტირანებმაც ვერ დაიმონეს. მით უმეტეს, გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ შუა საუკუნოვან საფეოდალოში, სადაც მხოლოდ თვით ეს ფეოდალი და მასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან. ჩვენ აუცილებლად დავანგრევთ მათ მიერ შექმნილ სისტემას 31 ოქტომბერს! ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა.,”-განაცხადა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ ცვლილებებს გეგმავს იმ გუნდით, რომელიც ეროვნულ მოტივებს სცემს პატივს. გუნდს, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და ამ გეგმის არშესრულება “ლელოს” დამფუძნებელს დანაშაულად მიაჩნია. “ჩვენ ვართ ერთადერთი ნამდვილად ალტერნატიული პარტია და აუცილებლად შევცვლით რეალობას ძლიერი გუნდით, რომელიც მოდის ქვეყნის ხელისუფლებაში საქმის საკეთებლად - ისე, რომ აი ამ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში, სადაც ახლა ვიმყოფებით, აღარასოდეს დაიღვაროს სისხლი, ადამიანები არ მათხოვრობდნენ და უიმედო გაჭირვებაში არ ცხოვრობდნენ! “ლელო” ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ამომრჩეველს შესთავაზა არა უბრალოდ დაპირებები, არამედ დაწერილი პროგრამა - „მარშალის გეგმა“. ამ გეგმის არშესრულება გამორიცხულია: ეს ჩემი და ჩემი მეგობრების პირადი ღირსების საქმეა,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. “ლელოს” სიის პირველმა ნომერმა საუბრის დასასრულს ამომრჩეველს მიმართა და მათ საკეთილდღეოდ ალტერნატიული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...