1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გასაანალიზებლად მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა”-ლანა გალდავა

 

 

“ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა სამხრეთ  კავკასიაში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას განიხილავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, მოიწვიოს  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

"საქართველოს მეზობელი  სახელმწიფოების - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული  შეიარაღებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გარემოზე, ზოგადად კი სამეზობლო პოლიტიკაზე, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, რომ 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ქვეყანას არ აქვს საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი, ორი წელია, არ  მიღებულა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, არ არის დადგენილი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახალი ნუსხა. შესაბამისად, საქართველო არის აბსოლუტურად დაუცველი ამ ახალი, უმძიმესი გამოწვევის წინაშე, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების პარალელურად, ყოველდღიური მცოცავი ოკუპაციის პირობებში, რასაც სჭირდება წინასწარი ანალიტიკა და ყველა მიმართულებით სტრატეგიის დაგეგმვა,”-აცხადებს ლანა გალდავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები