1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უნდა დადგინდეს სავალუტო დერეფანი და შემუშავდეს სესხების რეფინანსირების ახალი სქემა - გიგლა მიქაუტაძე.

„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და პასუხისმგებლობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დააკისრა.

„მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტები ინარჩუნებენ სიმყარეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ომია. ქართული ლარი კი, ბოლო 2 კვირის მანძილზე, უწყვეტად განაგრძობს გაუფასურებას. ლარის კურსმა, დოლართან მიმართებით, პანდემიის დროს იპოვა წონასწორობის ახალი წერტილი დაახლოებით 3.00-ის ფარგლებში. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა, მაშინ, როცა ძირეულად არაფერი შეცვლილა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 3 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო კურსის დასტაბილურება. სად წავიდა ეს თანხა? რატომ არ მიმართავს ეროვნული ბანკი ინტენსიურ ინტერვენციებს, რათა დააბრუნოს ლარი ბუნებრივი წონასწორობის წერტილში?“-განაცხადა მიქაუტაძემ. 

მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ლელოს“ ინიციატივას სავალუტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სავალუტო დერეფანი და მართოს ლარის კურსი ამ ჩარჩოებში, რათა დაამშვიდოს ბაზარი. დღეს ეროვნულ ბანკს აქვს ამის რესურსი. მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მაღალ ინფლაციას წლის ბოლოს“- აცხადებს მიქაუტაძე. 

გიგლა მიქაუტაძე ასევე შეეხო საბანკო სესხებს. საშეღავათო პერიოდი დასრულდა, კრიზისი კი ისევ რჩება და მთავრობა არაფერს სთავაზობს მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

„არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობამ შეიმუშავეს ახალი სქემა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოშიც. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა უნდა შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების გზა, რომელიც პანდემიით დაზარებულ ადამიანებსა და კომპანიებს 6 თვით მაინც მისცემს სესხების გადავადების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ სიაში აღმოჩნდება და მივიღებთ საბანკო კრიზისს, რომელიც საბოლოოდ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება“ - აცხადებს მიქაუტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...