1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აკრძალულია, 22:00 საათიდან კი რესტორნები დაიხურება

 აჭარასთან დაკავშირებით შემოღებული ზომები დღეიდან ამოქმედდა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

 შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინ მიიღო.

 როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად  იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.

 „25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს - დღის მანძილზე იმუშავებენ 22:00 საათამდე. ასევე, აჭარის რეგიონში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები