1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგედიად ქცეული დაბადების დღე გორის მუნიციპალიტეტში - ,, 22 წლის გოგო, რომელსაც სამი თვის შვილის დარჩა, დედამ გარდაცვლილი იპოვა"

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 22 წლის გოგონა გაურვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას სავარაუდოდ გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

" გარდაცვლილი ფლავში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯხის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, სამი თვის ბავშვი ჰყავდა. დაბადების დღე ჰქონდა იმ დღით, როდესაც გარდაიცვალა, სტუმრები ჰყავდათ, მშობლები ჩამოვიდნენ ერთ-ერთი სოფლიდან და გარდაცვლილის დედას ბავშვის ტირილი ესმოდა, სავარაუდოდ შიოდა, რომ შევიდა სახლში 22 წლის გოგო გარდაცვლილი დახვდა."- ამბობს dianews.ge-სთან საუბრისას სოფლის წარმომადგენელი 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები