1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმძიმესი ავარია: მგზავრებით სავსე "მარშრუტკა" ქარელთან ამოტრიალდა, არის მსხვერპლი და დაშავებულებიც

ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მიკროავტობუსი საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა ამავე კლინიკაში შეყვანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. საშუალო სიმძიმისაა ასევე გორში, კლინიკა "გორმედში“ მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები