1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული"- მიხეილ რამიშვილი

 გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურასთან განცხადება გააკეთა, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული

 „ვნახოთ, რა დასკვნებია მოსული და რაზე იქნება საუბარი საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც გენერალურ პროკურატურაში დაინიშნა. სულ რამენიმე დღის წინ, 11 შუამდგომლობა ჩავაბარეთ, სადაც საკმაოდ ბევრი მოთხოვნა იყო დაყენებული. მაინტერესებს, ეს ბრიფინგი „ვილა ალგეთთან“ და იმ გარემოებასთან თუ არის დაკავშირებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმკვლელობის კვალიფიკაციას. ეს ყველასთვის დამღუპველი იქნება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მფარველობენ. რაც არ უნდა გააკეთონ, რა ქმედებებიც არ უნდა განახორციელონ, რაც არ უნდა ვინმეს იმედი ჰქონდეს, რომ თითმკვლელობის კვალიფიკაცია ძალაში დარჩება და ამით დაასრულებენ ყველაფერს, ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაინც მოვატრიალებ ამ საქმეს. მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და იმ მკვლელებს ყოველთვის დავსჯი. ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვლის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები