1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ"-მამუკა ხაზარაძე

“ლელო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა და ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი  წარუდგინა. 

“ლელოს” ლიდერებმა,  როგორც რეგიონის პრობლემებზე, ასევე ლელოს “მარშალის გეგმაზე” ესაუბრა. 

მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ არჩევნებისა და “ლელოს” გამარჯვების შემდეგ პარტიის ლიდერები მათთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ და პირველი სამი თვიდან 4 წლის ჩათვლით ყველა მათგანს გააცნობენ,  თუ რას აკეთებს პარტია მათთვის.

“ყოველი ასეთი შეხვედრის დროს დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ თქვენგანთან. დღეს ქართულ პოლიტიკას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონკრეტული საქმის გაკეთება და ახალი სტანდარტის შემოტანა, ამ საქმით მოვდივართ ჩვენ, ამ საქმეს კი ჰქვია ნდობა.  როდესაც მე ვლაპარაკობ დღეს თქვენ წინაშე, 100 დღის შემდეგ მოვალ ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად და რა გავაკეთეთ ამ დღეების განმავლობაში, ყველაფერს გეტყვით. ამას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, რადგან თქვენთან უშუალო შეხვედრისას მე და ჩემი გუნდი ჩვენი მუშაობის სამი თვის ანგარიშს წარგიდგენთ. 4 წელში კი ლელოს “მარშალის გეგმის” შევასრულებთ და ამას თქვენ ყველანი ნახავთ.  ამ გეგმაში მთავარი ადგილი უჭირავს ჩვენს იდენტობას, რომელსაც არ დავკარგავთ და ისე განვვითარდებით,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” თავმჯდომარემ საუბრის დასასრულს იმ პრობლემებზეც  გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონებში არსებობს. ხაზარაძის თქმით, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო მათი პარტიის მთავარი ამოცანაა. 

“ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული, რუსთავი - ამ ქალაქებში უნდა გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან ძალიან ბევრია ამის გამო დაავადებული ადამიანი. გამომწვევი მიზეზი ყველამ ვიცით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მიზეზი დღეს ბიზნესადაა მონათლული. მე ბიზნესიდან მოვდივარ და ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს ბიზნესი არ არის. როდესაც თანამშრომელს ექცევიან უდიერად და მის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან, უფრო მეტიც, გარემოს აბინძურებენ, ეს არ არის ბიზნესი. ბიზნესი არის საქმე, რომელსაც აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ არის შეკრული მაფიასთან და იხდის გადასახადებს, სწორედ ამ ბიზნესს დავამკვიდრებთ ჩვენ ამ ქვეყანაში,”-განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...