1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ" - გიორგი გახარია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში მიღწეული წარმატება ეკონომიკურ განზომილებაზე უნდა გადავიტანოთ, რათა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდეს.

„ჩვენ ყველანი, მოქალაქეებთან ერთად, პირველ რიგში დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ვირუსის, ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზე და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. ეს არ არის რთული მოთხოვნები, პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და მე ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების ნაწილშიც, ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები