1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ენგურჰესის" 24 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

"ენგურჰესის" კიდევ 22 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა.  ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ინფიცირებულები გალის რაიონის სოფელ საბერიოს ქვესადგურის თანამშრომლები არიან.

სოფელ საბერიოში ჯამში 28 პირი დაინფიცირდა. აქედან 22 ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო დანარჩენები საბერიოში მცხოვრები მოქალაქეები.

შეგახსენებთ, გუშინ, კორონავირუსი "ენგურჰესის" 4 თანამშრომელს დაუდასტურდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები