1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში უსამართლო წესით უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლეა დანიშნული -თორნიკე ართქმელაძე

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა ნომინირების წესს.

ართქმელაძის თქმით,  დღეს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, იუსტიციის უმღლესი საბჭო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს, თუ რატომ წარადგენს ამა თუ იმ პირს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო ცვლილებების შედეგად საბჭო ვალდებული იქნება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული უსამართლო წესით უკვე საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულია 14 მოსამართლე. 

“მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაწყებისთანავე აქტიურად ვაპროტესტებდით მოსამართლეთა წარდგენის ამ წესს, იმავეს მოითხოვდნენ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა განსხვავებული აზრი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ  მოსამართლეთა წარდგენის მოქმედი წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა, თუმცა იმის გამო, რომ მურუსიძე-ჩინაჩალაძის კლანის დანიშნულმა ვასილ როინიშვილმა თვითაცილება განახორციელა, ხოლო კლანის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ხვიჩა კიკილაშვილმა მხარი დაუჭირა ამ წესს, საკონსტიტუციო სასამართლოში ხმები გაიყო 4-4 ზე, რის გამოც ცვლილებები ვერ მოხერხდა. პარადოქსულია, თუმცა აშკარაა, რომ ის პოზიცია, რაც ჰქონდა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს უკვე შეცვლილია. ხელისუფლებამ სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა ის 4 მოსამართლეც კი, რომელმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს უსამართლო წესი უცვლელად დარჩენილიყო,”-აცხადებს ართქმელაძე. 

ართქმელაძის განმარტებით, ახლახანს ინიცირებული კანონპროექტი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოსდა მათ სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. ქართული ოცნების ხელისუფლებას რომ ნამდვილად ეს სურდეს, ამ აუცილებელ ცვლილებებს მაშინ შეიტანდა კანონში. სამწუხაროდ, დღეს აღნიშნული ცვლილებების გატარება ვერანაირ შედეგს ვეღარ მოგვცემს ამ დაჭაობებული სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გზაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...