1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გუკა რჩეულიშვილი სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

 

„ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც ცოლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაახლოებით 2 თვის წინ შეუცვალა.

ცნობისთვის, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 12 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. რჩეულიშვილს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აქვს წაყენებული. რჩეულიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ასევე დაიწყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლითაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები